კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა

1.ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი კომპანიის შესახებ

1.1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკის (შემდგომში „პოლიტიკა“) მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს შპს “ჯორჯიან ედრეს” (ს/ნ 431186584) (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

1.2. კომპანია წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იურიდიულ პირს, რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი).

1.3. კომპანიის იურიდიული მისამართია: საქართველო, თელავის რაიონი, სოფელი შალაური, ბინა N19.

1.4. კომპანიის ვებ-გვერდია: https://theaddress.ge/

1.5. კომპანიის ელექტრონული ფოსტა: Info@theaddress.ge

1.6. კომპანიის საკონტაქტო ნომერი: +995551228855

1.7. კომპანიის საკონტაქტო ნომერი: Info@theaddress.ge

1.8. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო ინფორმაცია: +995551228855

2.1. პოლიტიკა ვრცელდება პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე კომპანიის ვებ-გვერდზე და მობილურ აპლიკაციაზე (შემდგომში ერთობლივად „პლატფორმა“).

3.1. პოლიტიკა არეგულირებს კომპანიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებს ყველა იმ პირის (შემდგომში „მონაცემთა სუბიექტი“ ან „თქვენ“) მიმართ, რომელიც იყენებს კომპანიის პლატფორმას, კომპანიის მომსახურების მიღებისთვის.

3.2. პოლიტიკა ვრცელდება ყველა იმ პირზე, რომელიც სარგებლობს პლატფორმით, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი რეგისტრირებული მომხმარებელი.

3.3. ეს პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე მხარის ვებ-გვერდებზე, სერვისებსა და აპლიკაციაზე, სადაც მომხმარებელი გადამისამართდება ჩვენს პლატფორმაზე განთავსებული ბმულების მეშვეობით.

4.1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესში კომპანია ხელმძღვანელობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, მონაცემთა დაცვის ევროკავშირის ზოგადი რეგულაციით (GDPR) და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

4.2. პოლიტიკის მიზანია, უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირებულობა კომპანიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესებთან დაკავშირებით. კერძოდ, წინამდებარე დოკუმენტი ემსახურება შემდეგ მიზნებს:

4.2.1. მოგაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მეთოდებით, რა მოცულობით და რა მიზნით ახორციელებს კომპანია თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებას, შენახვასა და დამუშავებას;

4.2.2. განმარტოს ის ძირითადი სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები, რომლებსაც კომპანია ეყრდნობა მონაცემთა დამუშავების პროცესში;

4.2.3. განგიმარტოთ თქვენი უფლებები, რომლებსაც განიჭებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, მონაცემთა დაცვის ევროკავშირის ზოგადი რეგულაცია (GDPR) და გაგაცნოთ ამ უფლებების პრაქტიკული რეალიზების მექანიზმები;

4.2.4. აღწეროს იმ პერსონალურ მონაცემთა კატეგორიები, რომელთა დამუშავებაც ხდება აუცილებელი თქვენთვის მომსახურების გაწევის, კომუნიკაციისა თუ პლატფორმის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;

4.2.5. დაადასტუროს, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის (მათ შორის, GDPR-ის პრინციპების) მკაცრი დაცვით.

5.1. კომპანია აცნობიერებს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას და ადასტურებს, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია. ამ მიზნით, კომპანია ვალდებულია:

5.1.1. დანერგოს და მუდმივად განაახლოს ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ზომები, რათა დაიცვას თქვენი პერსონალური მონაცემები უნებართვო წვდომისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან სხვა უკანონო ფორმით დამუშავებისგან;

5.1.2. არ დაამუშაოს თქვენი მონაცემები კანონმდებლობის დარღვევით და გამოიყენოს ისინი მხოლოდ იმ კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნებისათვის, რისთვისაც მოხდა მათი შეგროვება;

5.1.3. უზრუნველყოს თქვენი უფლებების სრულყოფილი რეალიზება;

5.1.4. თქვენი მომართვის საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადებში, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების საფუძვლების, მიზნებისა და შენახვის ვადების შესახებ;

5.1.5. დაიცვას მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია მომსახურების ხარისხიანად მისაწოდებლად.

6.1. კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) პრინციპებისა და მოთხოვნების სრული დაცვით.

6.2. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ და მიიღოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. კერძოდ, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ:

6.2.1. ინფორმაცია, მუშავდება თუ არა თქვენი მონაცემები და გაეცნოთ უშუალოდ ამ მონაცემებს;

6.2.2. ინფორმაცია დამუშავების მიზნების, სამართლებრივი საფუძვლებისა და მონაცემთა შეგროვების წყაროების შესახებ;

6.2.3. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის კონკრეტული ვადის ან იმ კრიტერიუმების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ეს ვადა;

6.2.4. ინფორმაცია იმ პირთა (მიმღებთა) შესახებ, ვისაც გადაეცა ან შეიძლება გადაეცეს თქვენი მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის შესახებ;

6.2.5. ინფორმაცია ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, „პროფაილინგის“ არსებობის, მისი ლოგიკისა და თქვენზე მოსალოდნელი გავლენის შესახებ;

6.2.6. არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება ან იმ მონაცემების წაშლა, მათ შორის „უფლება დავიწყებაზე“ („right of erasure”), რომელთა დამუშავებაც აღარ არის აუცილებელი კანონიერი მიზნებისთვის;

6.2.7. მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6.3. კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მოწოდებული ინფორმაცია იყოს გასაგები და ხელმისაწვდომი. მოთხოვნილი ინფორმაცია მოგეწოდებათ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული).

6.4. თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი დამუშავება განხორციელდა კანონმდებლობის დარღვევით.

6.5. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე.

6.6. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. კომპანია ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

6.7. გაითვალისწინეთ, რომ მონაცემთა წაშლის შესახებ თქვენი მოთხოვნა შესაძლოა ვერ შესრულდეს დაუყოვნებლივ, თუ კომპანიას აქვს კანონისმიერი ვალდებულება შეინახოს ინფორმაცია (მაგალითად: საგადასახადო, საარქივო ან მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობიდან გამომდინარე).

6.8. თქვენ გაქვთ უფლება უარი განაცხადოთ ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებულია მხოლოდ ავტომატიზებული საშუალებებით (მათ შორის „პროფაილინგით“) და წარმოშობს თქვენთვის სამართლებრივ ან სხვა მნიშვნელოვან შედეგებს.

6.9. თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საქართველოს სამსახურს (https://pdps.ge/ka) ან სასამართლოს. თუ თქვენ ცხოვრობთ ევროკავშირის ტერიტორიაზე, უფლება გაქვთ მიმართოთ თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ევროკავშირის მონაცემთა დაცვის შესაბამის უწყებას.

6.10. თქვენი უფლებების რეალიზებისათვის ან დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე: Info@theaddress.ge .

7.1. კომპანია ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: თქვენი თანხმობა, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება, ჩვენი კანონიერი (ლეგიტიმური) ინტერესები და საკანონმდებლო ვალდებულებები.

7.2. ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ შემდეგი სახის ინფორმაციას:

7.2.1. საკონტაქტო და საიდენტიფიკაციო ინფორმაცია. ასეთია მონაცემები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ თქვენი იდენტიფიცირება და დაგიკავშირდეთ. ეს მოიცავს: რეგისტრაციისას ან განცხადების განთავსებისას მითითებულ სახელს, გვარს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონულ ფოსტასა და ფაქტობრივ მისამართს;

7.2.2. სახელშეკრულებო ინფორმაცია. ასეთია დეტალური ინფორმაცია თქვენსა და კომპანიას შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ. ეს მოიცავს მონაცემებს თქვენ მიერ შერჩეული მომსახურების პაკეტების, აქტიური თუ არქივებული განცხადებების და ჩვენ მიერ თქვენთვის გაწეული სერვისების ისტორიის შესახებ;

7.2.3. პლატფორმაზე განთავსებულ განცხადებასთან დაკავშირებული მონაცემები. ასეთია უძრავი ქონების მისამართი, ფოტომასალა, საკადასტრო კოდი და ქონების აღწერილობა;

7.2.4. ლოკაციური ინფორმაცია. ასეთი ინფორმაცია არის მონაცემები თქვენი გეოგრაფიული ადგილსამყოფელის შესახებ, რომელსაც კომპანია მოიპოვებს: თქვენი მოწყობილობის (მობილური, კომპიუტერი) IP მისამართიდან; უძრავი ქონების განცხადებაში მითითებული ობიექტის კოორდინატებიდან; GPS ტექნოლოგიის გამოყენებით (თქვენი თანხმობის შემთხვევაში), რათა შემოგთავაზოთ თქვენს სიახლოვეს არსებული ობიექტები;

7.2.5. ქცევითი ინფორმაცია. ასეთია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებთ ჩვენს პლატფორმასთან. ეს მოიცავს: ძიების ისტორიას, ფილტრების გამოყენების პარამეტრებს, “რჩეულებში” დამატებულ განცხადებებს, ნავიგაციის დროსა და სხვა ქმედებებს, რაც გვეხმარება სერვისის პერსონალიზებაში;

7.2.6. ტექნოლოგიური ინფორმაცია. ასეთია მონაცემები იმ მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც სარგებლობთ პლატფორმაზე შემოსვლისას: ოპერაციული სისტემა, ბრაუზერის ტიპი, ეკრანის გაფართოება და მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორები;

7.2.7. საკომუნიკაციო ინფორმაცია. ასეთია ინფორმაცია, რომელსაც კომპანია აგროვებს თქვენთან კომუნიკაციის პროცესში. ეს მოიცავს: ელექტრონულ მიმოწერას, სატელეფონო ჩანაწერებს (ხარისხის კონტროლის მიზნით), სოციალური ქსელების საშუალებით გამოგზავნილ შეტყობინებებს და ნებისმიერ სხვა ფორმით მოწოდებულ უკუკავშირს;

7.2.8. ფინანსური ინფორმაცია. ასეთია მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია პლატფორმაზე განხორციელებულ ტრანზაქციებთან; ინფორმაცია გადახდების, ბალანსის შევსებისა და არსებული დავალიანების შესახებ; საბანკო ანგარიშის ნომერი (ქონების ონლაინ რეალიზაციის ან თანხის დაბრუნების შემთხვევაში); განცხადებების ტიპი და რაოდენობა, რომლებშიც გადახდილია მომსახურების საფასური (მაგ. VIP ან ფასიანი განთავსება).

7.2.9. ტექნოლოგიური და ქცევითი მონაცემები. IP მისამართი, მოწყობილობის პარამეტრები, „Cookies“, ვებგვერდზე ნავიგაციის ისტორია და მდებარეობის მონაცემები.

7.2.10. საკომუნიკაციო მონაცემები. მიმოწერა მხარდაჭერის გუნდთან, საჩივრები და უკუკავშირი.

7.3. მონაცემთა გამოყენების მიზნობრიობა:

7.3.1. პლატფორმის ფუნქციონირება, განცხადებების განთავსება, მათი მართვა და პოტენციურ მყიდველებთან/დამქირავებლებთან კომუნიკაციის დამყარება;

7.3.2. მომსახურების გაუმჯობესება, თქვენს ინტერესებზე მორგებული უძრავი ქონების შეთავაზება, პლატფორმის ადაპტირება მომხმარებლის საჭიროებებზე და სტატისტიკური ანალიზი;

7.3.3. მარკეტინგი, სიახლეების, სპეციალური შეთავაზებებისა და პარტნიორი კომპანიების პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოწოდება (თქვენი თანხმობის შემთხვევაში);

7.3.4. უსაფრთხოება და დაცვა, თაღლითობის პრევენცია, პლატფორმის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა და საჩივრებზე რეაგირება.

7.4. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი გულისხმობს პლატფორმის ეფექტურ მართვას, სერვისების განვითარებას, მონაცემთა აქტუალობის შენარჩუნებასა და კომპანიის სამართლებრივი ინტერესების დაცვას, რაც არ ლახავს მომხმარებლის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

7.5. გაითვალისწინეთ, რომ საიტზე და მობილურ აპლიკაციაში განცხადების განთავსებისას, თქვენ მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია და ქონების დეტალები ხდება საჯაროდ ხელმისაწვდომი ვებგვერდის ვიზიტორებისთვის, მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე.

8.1. კომპანია პერსონალურ მონაცემებს მოიპოვებს როგორც უშუალოდ თქვენგან, ისე თქვენ მიერ ჩვენი სერვისებით სარგებლობის პროცესში.

8.2. ჩვენ ვაგროვებთ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, როდესაც თქვენ:

8.2.1. რეგისტრირდებით პლატფორმაზე, ქმნით პირად პროფილს ან ხდებით ჩვენი მომხმარებელი;

8.2.2. განათავსებთ განცხადებას უძრავი ქონების გაყიდვის/გაქირავების შესახებ, სხვა სახის განაცხადს ან ავსებთ სააპლიკაციო ფორმებს;

8.2.3. სარგებლობთ ონლაინ საკონსულტაციო ფუნქციონალით (ჩათით) ან გვიკავშირდებით ცხელი ხაზის საშუალებით;

8.2.4. გვიგზავნით წერილებს, დოკუმენტაციას ან შეტყობინებებს (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, მათ შორის, სოციალური ქსელების მეშვეობით);

8.2.5. გამოხატავთ პრეტენზიას ან ითხოვთ დამატებით ინფორმაციას ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ;

8.2.6. მოგვმართავთ დასაქმების მიზნით, გვიზიარებთ თქვენს CV-სა და სხვა პროფესიულ მონაცემებს.

8.3. მოგვმართავთ დასაქმების მიზნით, გვიზიარებთ თქვენს CV-სა და სხვა პროფესიულ მონაცემებს.

8.3.1. მომსახურების/შეკვეთის გაფორმებისა და მიწოდების პროცესში წარმოქმნილი მონაცემები;

8.3.2. მომსახურების/შეკვეთის გაფორმებისა და მიწოდების პროცესში წარმოქმნილი მონაცემები;

8.3.3. ინფორმაცია თქვენი აქტივობის შესახებ, როდესაც იყენებთ ჩვენს ონლაინ სერვისებს.

8.4. მონაცემები, რომლებსაც ვიღებთ მესამე პირებისგან:

8.4.1. საჯარო რეესტრებიდან: უძრავი ქონების სტატუსისა და საკუთრების უფლების გადასამოწმებლად, თუ კომპანია მიიღებს გადაწყვეტილებას ასეთი გადამოწმების თაობაზე, დამოუკიდებლად ან მესამე პირის თხოვნით;

8.4.2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და ფინანსური ინსტიტუტებისგან: თქვენ მიერ განხორციელებული გადახდების დასადასტურებლად;

8.4.3. საჯარო წყაროებიდან და ორგანიზაციებიდან: იმ ინფორმაციის გადასამოწმებლად, რომელიც აუცილებელია მომსახურების სრულყოფილად გასაწევად და თაღლითობის პრევენციისთვის.

9.1. კომპანია უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას უნებართვო წვდომისგან, გამჟღავნებისგან, შეცვლისა თუ განადგურებისგან შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღების გზით.

9.2. კომპანია უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას უნებართვო წვდომისგან, გამჟღავნებისგან, შეცვლისა თუ განადგურებისგან შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღების გზით.

9.3. კომპანია მოგიწოდებთ, დაიცვათ კონფიდენციალურობა და არ გაანდოთ თქვენი წვდომის მონაცემები მესამე პირებს. თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობაზე, თუ ეს გამოწვეულია თქვენი მხრიდან უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფით.

9.4. თქვენი პერსონალური ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერებზე, რომლებზეც წვდომა მკაცრად კონტროლდება.

9.5. თქვენი პერსონალური ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერებზე, რომლებზეც წვდომა მკაცრად კონტროლდება.

9.6. თქვენი პერსონალური ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერებზე, რომლებზეც წვდომა მკაცრად კონტროლდება.

9.7. კომპანია მაქსიმალურად ცდილობს კავშირი დაამყაროს მხოლოდ იმ პარტნიორებთან, რომლებიც იცავენ მონაცემთა დაცვის ანალოგიურ მაღალ სტანდარტებს.

9.8. კომპანია პასუხს არ აგებს მესამე პირების უკანონო ქმედებებზე, რომლებმაც შესაძლოა მოიპოვონ უნებართვო წვდომა მონაცემებზე თქვენი მოწყობილობის ან ქსელის დაუცველობის გამო. ჩვენ გირჩევთ, სერვისებით სარგებლობისას გამოიყენოთ მხოლოდ უსაფრთხო ინტერნეტ-კავშირი.

10.1. ჩვენი ვებგვერდის ეფექტური მუშაობის, მომხმარებლის ინტერესებზე მორგებისა და ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით, პლატფორმა იყენებს „მზა ჩანაწერებს“ (ე.წ. Cookies).

10.2. „მზა ჩანაწერები“ (Cookies) წარმოადგენს მცირე ზომის ტექსტურ ფაილებს, რომლებიც საიტზე ვიზიტისას იტვირთება და ინახება თქვენს კომპიუტერში, მობილურ ტელეფონსა თუ სხვა ციფრულ მოწყობილობაში.

10.3. „მზა ჩანაწერები“ (Cookies) საშუალებას აძლევს ვებგვერდს, „დაიმახსოვროს“ თქვენი მოქმედებები და არჩევანი (მაგალითად: ენა, შრიფტის ზომა, ავტორიზაცია და სხვა პარამეტრები), რათა ყოველ მომდევნო ვიზიტზე აღარ მოგიწიოთ მათი ხელახალი შეყვანა.

10.4. პლატფორმის გამოყენების დაწყებისას, სპეციალური შეტყობინების (Banner) მეშვეობით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაეთანხმოთ Cookies-ის გამოყენებას, როგორც მხოლოდ აუცილებელ „მზა ჩანაწერებს“, ისე არასავალდებულოებსაც.

10.5. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეზღუდოთ, დაბლოკოთ ან წაშალოთ Cookies თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის (Chrome, Firefox, Safari და ა.შ.) პარამეტრებიდან.

10.6. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი Cookie ფაილი კრიტიკულად მნიშვნელოვანია პლატფორმის გამართული მუშაობისთვის. მათი დაბლოკვის ან წაშლის შემთხვევაში, პლატფორმის გარკვეულმა სერვისებმა და ფუნქციონალმა შესაძლოა შეფერხებით იმუშაოს, ან თქვენთვის სრულად/ნაწილობრივ მიუწვდომელი გახდეს ვებგვერდის კონკრეტული შესაძლებლობები.

11.1. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, თქვენს ინტერესებზე მორგებული შეთავაზებების მომზადებისა და თაღლითობის პრევენციის მიზნით, ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავება, მათ შორის „პროფაილინგი.“

11.2. ავტომატიზებული დამუშავების საფუძველია თქვენი მკაფიო თანხმობა, ჩვენს შორის არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება ან კანონმდებლობით დაკისრებული პირდაპირი ვალდებულება.

11.3. თქვენ გაქვთ უფლება, არ დაექვემდებაროთ მხოლოდ ავტომატიზებულ დამუშავებაზე (მათ შორის პროფაილინგზე) დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებით შედეგს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

11.3.1. გადაწყვეტილება აუცილებელია ხელშეკრულების დასადებად ან შესასრულებლად;

11.3.2. არსებობს თქვენი აშკარად გამოხატული (წერილობითი ან ელექტრონული) თანხმობა;

11.3.3. აღნიშნული პირდაპირ არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით.

11.4. იმ შემთხვევებში, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება ავტომატიზებულად, თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ ჩვენი მხრიდან ადამიანური რესურსის ჩართულობა პროცესში, გამოხატოთ თქვენი მოსაზრება და გაასაჩივროთ მიღებული გადაწყვეტილება.

12.1. იმ შემთხვევებში, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება ავტომატიზებულად, თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ ჩვენი მხრიდან ადამიანური რესურსის ჩართულობა პროცესში, გამოხატოთ თქვენი მოსაზრება და გაასაჩივროთ მიღებული გადაწყვეტილება.

12.2. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, გადავცეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოებს (სამართალდამცავ, საგადასახადო ან სხვა მარეგულირებელ ორგანოებს), თუ აღნიშნული აუცილებელია:

12.2.1. დანაშაულის პრევენციის, გამოძიების ან აღკვეთისთვის;

12.2.2. თაღლითობის აღკვეთისთვის ან თაღლითობის ფაქტის გამოძიებისთვის;

12.2.3. სასამართლო გადაწყვეტილების ან კანონის მოთხოვნის შესასრულებლად;

12.2.4. ჩვენი უფლებების, საკუთრების ან მომხმარებელთა უსაფრთხოების დასაცავად.

12.3. შესაძლოა თქვენი მონაცემები გაზიარდეს პარტნიორ კომპანიებთან (მაგ: საკურიერო მომსახურება, IT მხარდაჭერა, საგადახდო სისტემები), რომლებიც გვეხმარებიან სერვისის მოწოდებაში. მათ არ აქვთ უფლება გამოიყენონ თქვენი მონაცემები საკუთარი, დამოუკიდებელი მიზნებისთვის.

12.4. თქვენ გაქვთ უფლება, უარი განაცხადოთ მონაცემთა გაზიარებაზე, თუმცა ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა შეიზღუდოს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი გარკვეული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება.

13.1. თუ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის მიღმა, კომპანია გადადგამს ყველა ნაბიჯს მონაცემების უსაფრთხოდ და ამ პოლიტიკის შესაბამისად დამუშავების უზრუნველსაყოფად და მონაცემთა საერთაშორისო გადაცემას კომპანია განახორციელებს კანონმდებლობის დაცვით. აღნიშნული შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა გზით, მაგალითად:

13.1.1. ქვეყანა, რომელთანაც ხდება ინფორმაციის გაზიარება სარგებლობს დაცვის სათანადო გარანტიებით ევროკომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად;

13.1.2. ევროკომისიის მიერ გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები შეიძლება გადავცეთ მესამე ქვეყანას ან საერთაშორისო ორგანიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ შესაბამის ზომებს GDPR-ის შესაბამისად. ამასთან, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია შესაბამისი ზომების თაობაზე წინამდებარე პოლიტიკაში არსებული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.

13.2. ევროკომისიის გადაწყვეტილების არარსებობისას ან შესაბამისი გარანტიების, მათ შორის, სავალდებულო კორპორატიული წესების არარსებობის შემთხვევაში, პერსონალური მონაცემების მესამე ქვეყნისთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემა ხორციელდება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

13.2.1. მონაცემთა სუბიექტი ცალსახად დაეთანხმა შემოთავაზებულ გადაცემას, მას შემდეგ, იგი ინფორმირებული იქნება გადაცემასთან დაკავშირებული რისკების თაობაზე, რაც ხორციელდება ევროკომისიის გადაწყვეტილების და შესაბამისი დაცვის გარანტიების არარსებობის გამო;

13.2.2. გადაცემა აუცილებელია მონაცემთა სუბიექტსა და მონაცემთა დამმუშავებელს შორის არსებული ხელშეკრულების შესასრულებლად, ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით წინასწარი სახელშეკრულებო ღონისძიებების განსახორციელებლად;

13.2.3. გადაცემა აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ინტერესებში დადებული ხელშეკრულების შესრულებისთვის, რომელიც დადებულია მონაცემთა დამმუშავებელსა და სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შორის;

13.2.4. გადაცემა აუცილებელია საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე;

13.2.5. გადაცემა აუცილებელია სამართლებრივი მოთხოვნების განხორციელების ან დაცვის მიზნით;

13.2.6. გადაცემა აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან სხვა პირების სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტი მოკლებულია თანხმობის გამოხატვის შესაძლებლობას.

13.3. თუ პერსონალური მონაცემების გადაცემა ხდება ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) გარეთ მდებარე ქვეყნებში, ჩვენ ვუზრუნველყოფთ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებს, ევროკომიის მიერ დამტკიცებული სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების (Standard Contractual Clauses) საფუძველზე.

13.4. საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონაცემთა გადაცემისთვის ჩვენ მოვიპოვებთ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ნებართვას.

14.1. თქვენ გაქვთ თქვენი პერსონალური მონაცემების პორტაბელურობის უფლება, რაც გულისხმობს შესაძლებლობას, მოითხოვოთ თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემების მიღება სტრუქტურირებული, მანქანურად კითხვად ფორმატში ან მათი პირდაპირ გადაცემა სხვა მონაცემთა დამმუშავებლისთვის, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია.

15.1. თქვენი პერსონალური მონაცემები გვეხმარება, დავადგინოთ, შესაძლოა თუ არა თქვენი ანგარიში/პროფილი გამოყენებულ იქნას თაღლითობის თუ ფულის გათეთრების მიზნებისათვის. ჩვენ მიერ თაღლითობის რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის დროებით შევაჩეროთ ტრანზაქციები/შეკვეთები ან უარი განვაცხდოთ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.

16.1. არასრულწლოვან პირებს (პირი 18 წლამდე) ეკრძალებათ კომპანიის პლატფორმით სარგებლობა. ჩვენ განზრახ არ ვინახავთ ან ვაგროვებთ ინფორმაციას 18 წლამდე პირებისაგან. არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუ ჩვენ გავიგებთ, რომ მომხმარებელი არის 18 წლამდე ასაკის პირი, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წავშალოთ ამ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.

17.1. თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში. აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ არაუმეტეს 3 წლის ვადით შემდეგი მიზეზების გამო:

17.1.1. კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად;

17.1.2. თქვენ მიმართ სამართლიანი მოპყრობის დადასტურების მიზნით;

17.1.3. საქმისწარმოების განხორციელების მიზნებისთვის ჩვენ საქმიანობასთან მიმართებით არსებული რეგულაციის ფარგლებში;

17.1.4. კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად.

17.2. თქვენი მონაცემების შენახვა შესაძლებელია მოხდეს 3 წელზე მეტი ვადით იმ შემთხვევაში, თუ მოკლებული ვართ მისი წაშლის შესაძლებლობას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გამო.

18.1. თანხმობის გამოთხოვა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.

18.2. თანხმობის გახმობისთვის დაგვიკავშირდით, თუ ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე : Info@theaddress.ge .

18.3. გამოთხოვის უფლება მაშინ არის შესაძლებელი (ან რელევანტური), როცა დამუშავების საფუძველი არის თქვენი თანხმობა.

18.4. თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა ვერ შევძლოთ თქვენთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა.

19.1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკის დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. პოლიტიკა აგრეთვე შეიძლება შეიცვალოს კომპანიის გადაწყვეტილებით. პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება წინასწარ გამოქვეყნდება კომპანიის პლატფორმაზე.

20.1. თუ თქვენ მოითხოვთ თქვენი უფლებების რეალიზებას (მონაცემთა შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება და ა.შ.), შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: Info@theaddress.ge .

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ამ პოლიტიკის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ გაეცანით ამ პოლიტიკას, ეთანხმებით მის პირობებს და არ გაგაჩნიათ რაიმე მოთხოვნა. აგრეთვე, რომ თქვენს მიერ კომპანიისთვის მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლებამოსილება.

Address.ge

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა

At The Address GE, we respect your privacy and are committed to protecting your personal data.
This policy explains how we collect, use, and safeguard your information when you visit our website or use our services.

We may collect:

Personal details (name, email, phone number) provided through contact forms or inquiries

Property preferences and requirements

Transaction and communication history

Technical information such as browser type, device, and IP address (for security and analytics purposes)

Your data is used to:

Provide property recommendations and manage your requests

Facilitate property buying, selling, or renting processes

Communicate updates, promotions, or investment opportunities (if you opt in)

Improve our website and user experience

We store your data securely and do not sell, rent, or share it with third parties except:

When required by law

With trusted partners involved in providing our services (e.g., developers, agencies)

Our website uses cookies to enhance your browsing experience. You can disable cookies anytime through your browser settings.

If you have questions about this policy or want to update or delete your information, please contact us:
📧 info@theaddress.ge
🌐 www.theaddress.ge
🏢 150 Davit Aghmashenebeli Avenue, Tbilisi, Georgia

Address.ge

Return & Cancellation Policy

As a real estate and property management company, The Address GE does not handle product returns. However, clients may cancel or modify service agreements or bookings under the following conditions:

Cancellations must be requested within 48 hours of booking or signing an agreement.

Any payments made to third parties (developers, property owners, etc.) are subject to their individual refund or cancellation policies.

Service fees already processed may not be refundable if administrative or promotional work has begun.

If you wish to cancel property promotion or agency support services, please contact our team. We will review your request and confirm eligibility for partial or full refunds based on the service stage.

📧 support@theaddress.ge
🌐 www.theaddress.ge
🏢 150 Davit Aghmashenebeli Avenue, Tbilisi, Georgia

Address.ge